20:54 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 12:09:46, 2891 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს

ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას შეეხებოდა. 

მისი თქმით, საქართველოს მხარეს სუბიექტური ინტერესი ნაკლებად აქვს, უბრალოდ ინტერესის საგანია, თუ როდის შეძლებს გამოსვლას გერმანული ბიუროკრატია მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან.

„ჩვენ, აქ, სუბიექტური ინტერესი ნაკლებად გვაქვს, უფრო მეტად ინტერესის საგანია ჩვენთვის, როდის გადაწყვეტს გერმანული ადმინისტრაცია, გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს ამ სრულიად კომიკური მდგომარეობიდან. ვნახოთ, ინტერესით ველოდებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics