|
2026-04-29 11:15:37, 1890 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
თიბისი, როგორც კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების ერთგული მხარდამჭერი, უკვე წლებია მხარს უჭერს მნიშვნელოვან კულტურულ ინიციატივებს. მათ შორისაა საერთაშორისო ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც წელს 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს. ფესტივალი 1 მაისს, 20:30 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება Factory Tbilisi-ში და ტრადიციულად თავს მოუყრის ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას. საიუბილეო გახსნის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Killages, რომელიც ფესტივალის სცენას 2018 წლის შემდეგ პირველად უბრუნდება. ფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტო 2026”-ის ფარგლებში თიბისი კონცეპტის გალერეა ორ გამოფენას წარმოგიდგენთ: 29.04 - 30.05.26 | ვიზუალური ხელოვანის და რეჟისორის ანკა გუჯაბიძის პერსონალურ გამოფენას „მთას ვიყავ“. 04-30.05.2026 | საიუბილეო კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ლეგენდარული ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის საარქივო ფოტოების გამოფენა და მისი ნამუშევრების ფოტოალბომის გამოცემა. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას, სადაც გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. წელს კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე ფოტოგრაფი მონაწილეობდა, ხოლო ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა — დარგის წამყვანმა ექსპერტებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და იაპონიიდან. „ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)