20:53 - 14 Aug, 2026
|
2026-04-28 13:07:31, 3590 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
სომხეთის პრემიერის პრესსპიკერი უარყოფს სომხური სოფლის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას. საუბარია სოფელი ჯილიზაზე. ეს ცნობა რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. „სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება, მოსაზრება ან „ინფორმაცია“ არ შეესაბამება სინამდვილეს“, — წერს ფაშინიანის პრესსპიკერი ნაზელი ბაგდასარიანი. გუშინ გავრცელდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას, დღის წესრიგშია ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჯამება და დასრულება.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)