|
2026-04-28 12:35:03, 3257 ნახვა
პოლიტიკა
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა
მითების დეტექტორმა სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანისა და ბრიტანეთის მოქმედი ელჩის, გარეტ უორდის სახელით გახსნილი ყალბი ანგარიშები აღმოაჩინა, მათ მიერ მომზადებულ მასალაში წერია, რომ რობინ დანიგანის ანგარიშს, რომელიც 2026 წლის 3 აპრილს არის რეგისტრირებული, 27 აპრილის მონაცემებით 2,5 ათასი მიმდევარი ყავს, გარეტ უორდის ფეისბუქ პროფილს, რომელიც 12 აპრილს არის დარეგისტრირებული კი 27 აპრილის მონაცემებით, – 1 300 მიმდევარი. აღნიშნული პროფილების არაავთენტურობა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოებმაც დაუდასტურეს. გარდა ამისა, საუბარია სხვა გარემოებებზეც, რომლებიც პროფილის საეჭვოობაზე მიუთითებს:
გთავაზობთ მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას:რობინ დანიგანის სახელით შექმნილი პროფილი ძირითადად საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქის პოსტებს აზიარებს, რაც ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მით უფრო მაშინ, როცა დანიგანი სოციალურ მედიაში არც მაშინ იყო აქტიური, როცა ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2025 წლის 5 ივნისს კი ის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით პენსიაზე გასვლას აპირებდა.
ბრიტანეთის ელჩის ფეისბუქზე კი პოსტები საერთოდ არ იძებნება. ორივე დიპლომატის საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვთ მითითებული, რომლითაც მათთან კომუნიკაციაა შესაძლებელი და რომელიც მათ არ ეკუთვნით. კიბერუსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლელმა დიპლომატებმა რუსული ტელეგრამ არხი საჯარო კომუნიკაციისთვის გამოიყენონ. აღსანიშნავია ისიც, რომ რობინ დანიგანის ლინკდენის გვერდზე მითითებული აქვს, რომ ის გადამგდარი ელჩია, ხოლო ტელეგრამსა და ფეისბუქზე ის მოქმედ ელჩად არის მოხსენიებული.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)