20:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 10:09:27, 2241 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის ოთხდღიან სახელმწიფო ვიზიტს იწყებს.

ამის შესახებ Sky News იტყობინება.

დედოფალ კამილასთან ერთად მეფე ვაშინგტონის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე დაეშვა.

სამეფო ოჯახის წევრები თეთრ სახლში გაემგზავრებიან, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი დახვდებიან.

ეს მეფე ჩარლზ III-ის პირველი ვიზიტია აშშ-ში მონარქის რანგში და ბრიტანელი მონარქის პირველი სახელმწიფო ვიზიტია 2007 წლის შემდეგ.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებთან, რათა ვაშინგტონის სასტუმროში სროლის შემდეგ მეფე ჩარლზ III-ის აშშ-ში ვიზიტი ორგანიზებულიყო.

ტრამპმა განაცხადა, რომ მეფე „სრულიად უსაფრთხოდ“ იქნებოდა სახელმწიფო ვიზიტის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics