03:31 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 13:27:49, 2243 ნახვა

სამართალი
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემული დაუსაბუთებელი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს.

მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები უკავშირდება: პარტნიორთან შეთანხმებამდე გაწეულ ხარჯებს, ინვენტარიზაციის პროცესის ნაკლოვანებებს, თანამშრომელთა ნამუშევარი დროის კონტროლს, პრემიების დასაბუთებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს და ქვეყნის გარეთ მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტირების ხარვეზებს.

როგორც გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიმართ 11 რეკომენდაცია გაიცა, საიდანაც 9 რეკომენდაცია უკვე შესრულდა, ხოლო ორს მიმდინარე სტატუსი აქვს.

 "არის კონკრეტული კითხვის ნიშნები გადახარჯვასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დავინტერესდით რა სტატუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ყველაფრის გამოსწორება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კითხვები, რომლებიც არებობს, იმ კითხვებით უკვე დაინტერესებულია პროკურატურა და დაწყებულია გამოძიება" [ტვ პირველი] | განაცხადა ოცნების დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2022-2023 წლებში 7 184 584 ლარის ოდენობით გაცემული პრემია სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ამ პერიოდში ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ის გასული წლის ივნისში გათავისუფლდა თანამდებობიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics