|
2016-04-01 18:14:40, 875 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების ბატალიონების მეთაურებს შეხვდნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების ბატალიონების მეთაურებს შეხვდნენ. თინათინ ხიდაშელი და მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე ოფიცრებს სამინისტროს მიერ ინიცირებულ საპენსიო კანონპროექტზე, რეზერვის კონცეფციასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე ესაუბრნენ. თავდაცვის მინისტრმა ბატალიონების მეთაურებს ჯარში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია, იყოს ნაკლები ბიუროკრატია და მეტი პირადი შემადგენლობა. მოგვიანებით თინათინ ხიდაშელმა ოფიცრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა და განხილულ აქტუალურ თემებზე ჩამოყალიბებული პოზიციების წარმოდგენა მათ ერთი კვირის ვადაში სთხოვა.
„ბატალიონის მეთაურებთან წინა შეხვედრებზე შევთანხმდით, რომ ორ თვეში ერთხელ გვექნებოდა შეხვედრები, რომლებზეც რეფორმებზე და რიგით პრობლემებზე ვისაუბრებდით. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეზერვის კონცეფციაზე, გაწვევასთან დაკავშირებულ თემებზე, გვარდიაში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე. ასევე განვიხილეთ კონკრეტული ბატალიონებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხები. ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული, საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საკითხზე სამხედროებთან შეჯერებული აზრი გვქონდეს არა მხოლოდ გენშტაბის დონეზე, არამედ, ადგილებზეც. ამგვარი შეხვედრები, რომელშიც გენერალური შტაბი, სამოქალაქო ოფისი და ბატალიონის მეთაურები მონაწილეობენ, ყოველთვის საინტერესო, ინტერაქტიული და პროდუქტიულია“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)