|
2026-04-25 09:25:39, 3689 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის თანახმად, კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად, 2022-2023 წლებში ₾7 მილიონ ლარზე მეტი [7,184,584 ლარის] ოდენობით გაცემული პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან გამოვლინდა, კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წესის დამტკიცების ხარვეზები: კერძოდ, კორპორაციის მენეჯმენტის პრემირება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემულია 725,106 ლარის პრემია. 2023 წელს კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წილის მმართველთან შეთანხმების საკითხი არ რეგულირდებოდა, აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 945,706 ლარი. შტატგარეშე თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლის ნაკლოვანებები: 2022 წელს ─ 53, ხოლო 2023 წელს 64 შტატგარეშე თანამშრომელზე არ არის დადოკუმენტირებული და აღრიცხული შესრულებული სამუშაოები, რაცქმნის სახსრების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს. თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ნაკლოვანებები: დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულთანამშრომლებზე განსაზღვრული განსხვავებული სახელფასოგანაკვეთები, მაშინ როდესაც შესასრულებელი სამუშაო იდენტურია, ვერუზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ხელმძღვანელი 2022 წლის ივნისიდან, 2025 წლის ივლისამდე გიორგი ჩიქოვანი იყო. გიორგი ჩიქოვანმა თანამდებობა "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად ეკატერინე სისაური დაინიშნა. სრული ანგარიში იხილეთ მითითებულ ბმულზე: sao.ge
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)