21:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 23:15:27, 7887 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-მ ირანის მხრიდან „გარკვეული პროგრესი დაინახა“ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მოგვარებაში.

მან ეს განცხადება პარასკევს, 24 აპრილს გააკეთა, CNN-ის ციტირების თანახმად.

როგორც იტყობინება, ლევიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი 25 აპრილის დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებებისთვის.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდან გარკვეული პროგრესი ნამდვილად დავინახეთ. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სტივი და ჯარედი ირანელების მოსასმენად გაეგზავნა, ამიტომ ვნახოთ, რას იტყვიან ისინი“, - თქვა მან.

თეთრი სახლის პრესმდივანმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა „დადებით შედეგებს გამოიღებს“.

21 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პაკისტანის მოთხოვნით განუსაზღვრელი ვადით ახანგრძლივებს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო მეთაურები ამზადებენ გეგმებს ჰორმუზის სრუტეში ირანის ძალების წინააღმდეგ ახალი დარტყმებისთვის, თუ საომარი მოქმედებების ამჟამინდელი პაუზა შეთანხმების გარეშე დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics