|
2026-04-19 08:56:21, 3727 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თბილისში ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები "ტრამპ თაუერის" აშენებას გეგმავენ, რომელიც დედაქალაქში სიდიდით ყველაზე მაღალი შენობა იქნება. WSJ პროექტში ტრამპის ორგანიზაციის პარტნიორების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ "ტრამპ თაუერ თბილისის" პროექტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში დაახლოებით 70-სართულიანი შენობა აშენდება. გამოცემის ცნობით, პროექტის დიზაინი არქიტექტურული ფირმა Gensler-ს ეკუთვნის. პროექტში ასევე ჩართულია კონსორციუმი, რომელიც მოიცავს "არქი ჯგუფსა" და "ბიოგრაფი ლივინგს". წარმომადგენლის თქმით, პროექტში ასევე ჩართულია ნიუ-იორკული დეველოპერული კომპანია და წარსულში ტრამპის პარტნიორი ორგანიზაცია Sapir-იც. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ვაჟის, ერიკ ტრამპის თქმით, თბილისში დაგეგმილი პროექტით კომპანიის "გლობალურად ცნობილი სრულყოფილების სტანდარტი" საქართველოშიც გავრცელდება. ცნობისთვის, საქართველოში "ტრამპ თაუერის" აშენების იდეა სათავეს 2012 წლიდან იღებს, როდესაც ტრამპის ორგანიზაციამ ბათუმში უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა. მაშინ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. თუმცა, მოგვიანებით ამერიკულმა კომპანიამ, არაერთ უცხოურ გარიგებასთან ერთად, ბათუმში "ტრამპ თაუერის" პროექტი გააუქმა, რაც დონალდ ტრამპის იმით განმარტა, რომ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება სურდა. ხოლო 2017 წელს Silk Road Group-მა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ბათუმში $250-მილიონიან ცათამბჯენს, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო, თავადვე დააფინანსებდნენ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)