|
2026-04-13 21:49:34, 10319 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
ორშაბათს, აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის პორტების ბლოკადა ამოქმედდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ ნებისმიერი თავდამსხმელი გემი „განადგურებული“ იქნებოდა, თუ ისინი მის დარღვევას შეეცდებოდნენ. „ირანის ფლოტი ზღვის ფსკერზე დევს, მთლიანად განადგურებული - 158 გემი. ჩვენ არ ჩავრთეთ მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. „სწრაფი შეტევის ხომალდები“, რადგან ისინი მნიშვნელოვან საფრთხედ არ მივიჩნიეთ“, - დაწერა ტრამპმა თავის პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ღია ზღვაში ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ ვიყენებთ“. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სპარსეთის ყურეში ყველა ირანული პორტისა და სანაპირო ზონის ბლოკადა გამოაცხადა, ხოლო დიდი ბრიტანეთის სავაჭრო საზღვაო ფლოტმა (UKMTO) განაცხადა, რომ მან მიიღო გაფრთხილებები, რომ ბლოკადა ვრცელდება ყველა გემზე, დროშის მიუხედავად. ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ გადაკეტავდა ჰორმუზის სრუტის გავლით სტრატეგიულ სავაჭრო გზას, რომლის სრულად გახსნასაც ადრე თეირანისგან მოითხოვდა, მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ისლამაბადში ირანის დელეგაციასთან გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)