|
2016-04-01 11:17:25, 1673 ნახვა
Lifestyle
თინა ხიდაშელი: ჯერ არავის მოუფიქრებია ძალა, რომელიც გამაჩერებს
ხიდაშელი: „დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოკრა, მერე ტელევიზიით 200 ათასმა ცილისწამება და ტყუილი მოისმინა, მერე ვიღაცამ ჭორაობით გული იჯერა ზოგმა განზახ, ზოგმა "გულწრფელი აღშფოთებით” და მორჩა“, - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა. როგორც ხიდაშელი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სრულიად ქართული მედია ტირაჟირებდა ამ ტყუილს. თავდაცვის მინისტრის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ბევრი ადამიანის ბედზე და წარმატებაზე. აქ შეცდომა დაუშვებელია, ემოციები უსარგებლო. ის რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც კი ოდესმე მიკეთებია, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ საკეთებელზე რისი კეთებაც შემდეგი წლების მანძილზე მომიწევს. ამიტომ ვცდილობ ბოროტებს, უზნეოებს, ჭორიკნებს, მატყუარებს პასუხი არ გავცე, ემოცია დავთრგუნო, ყველაფერი რაც მე პირადად მეხება გვერდზე გადავდო, არ ავყვე და პირიქით მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით შევუძახო საკუთარ თავს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის და საქმის მნიშვნელობის გამო უნდა ავიტანო, მოვითმინო, საქმეში დავიკარგო. მაგრამ ახლა გიგა მოვიდა სახლში. ისეთი დაღლილია არაფრის თავი არ მაქვსო, გამოგვიცხადა. მამა დაუჯდა და საშინაო დავალება - მოთხრობას უკითხავს. მე მთელი დღე ეკრანს ვუყურებდი და ვერ მივხვდი რამე უნდა დამეწერა თუ არა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა გავატარო. სცენარი იგივეა, თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ვიდეო აიტვირთა, მერე დაიბლოკა, ირკვევა რომ პრაქტიკულად არავის უნახავს, ჭორაობა დაიწყო. თუმცა იყო ერთი "მცირე" დეტალი. პროკურატურის რეგისტრატურის წინ მდგომ დასაკითხად მისულ ახალგაზრდას ჟურნალისტმა კითხა "პოლიტიკოსის კადრები იყო?". "დიახ" იყო პასუხი. ასევე ქალბატონი იმავე პროკურატურასთან, იმავე მიზნით მისული ასევე სხვათაშორის ამბობდა რომ "პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო". ამ პატარა გასაუბრებით ამოცანა შესრულდა. ეჭვი გაჩნდა, და მგმობელი, მორალისტი, მაწყევარი, მაგინებელი არ დაილია. და არც კი ვიცი სერიოზულად უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ ამ 2 ადამიანს მინდა ვკითხო, ასეთ ტყუილს რომ იტყვი, ადამიანს ლაფში ამოსვრი, სრულიად ჩვეულებრივ ცილისმწამებლად და შანტაჟისტად რომ იქცევი, მერე რით განსხვავდები იმ ხალხისგან ვისაც ასე გულმოდგინებით "გმობ" ვიდეოების გავრცელებისთვის? აღარაფერს ვამბობ სრულიად ქართულ ტელე მედიაზე, რომელმაც არ დაიზარა და მთელი დღე ტირაჟირებდა ამ ტყუილს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების მორიგი სერია გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში. უკვე წარმომიდგენია როგორი მჭერმეტყველი იქნება ხვალ ბეჭდური მედია. თუმცა შესაძლოა ამოცანაც ეს იყო. დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოკრა, მერე ტელევიზიით 200 ათასმა ცილისწამება და ტყუილი მოისმინა, მერე ვიღაცამ ჭორაობით გული იჯერა ზოგმა განზახ, ზოგმა "გულწრფელი აღშფოთებით” და მორჩა. ისინი ფიქრობენ — მიზანი მიღწეულია. მაგრამ როგორც თავში მოგახსენეთ ბატონებო, ჩემი მიზანი რომელსაც ვემსახურები, ვიშრომო, ვიბრძოლო, ვიცხოვრო ჩემი შვილების და თქვენი შვილების ბედნიერებისთვის, გაცილებით უფრო დიდია, უფრო საინტერესო, უფრო მშვენიერი და ჯერ არავის მოუფიქრებია და არ გამოუგონიათ ძალა რომელიც გამაჩერებს“, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)