|
2026-04-03 18:52:14, 6655 ნახვა
საზოგადოება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება | ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. „როგორც თავდაპირველადვე განვაცხადე, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მოხდებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრა. სინოდის შემდეგი სხდომისთვის და გაფართოებული კრების გასამართავად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები, მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია. ეს იქნება სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს - ეს თემები განვიხილეთ. რაც შეეხება კომისიას, მისი სახელწოდებები თავად ლაპარაკობს ამ კომისიების ფუნქციაზე იმიტომ, რომ ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, არ არის მარტივი პროცესი. იქ ხმები უნდა დაითვალოს, მითუმეტეს გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე, ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო ამ თემებზე შეთანხმება. განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რომელშიც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა. დღევანდელ სხდომაზე ასაკის საკითხი დაისვა, თუმცა რადგან ძალიან ბევრი სხვა საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე იქნას უფრო კონკრეტულად მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო, უნდა ითვლებოდეს თუ არა 71 წელს მიღწეული ადამიანი ამ კატეგორიაში [პატრიარქობის კანდიდატად დასახელების ნაწილში], ამაზეა ჩამოსაყალიბებელი შემდგომში ეს მსჯელობა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ. კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ დღეს წმინდა სინოდის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიო მუჯირის მოწვევით შეიკრიბა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, დღევანდელი ხდომის მიზანი იმ საორგანიზაციო თემების განხილვა იყო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არ არის გაწერილი. მაღალი სასულიერო იერარქების განცხადების მიხედვით, დღეს პატრიარქობის კანდიდატების ასაკისა და განათლების საკითხზეც უნდა ემსჯელათ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)