03:45 - 14 Aug, 2026
|
2026-04-03 11:42:21, 6185 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს უნგრეთში ჩავა და ვიქტორ ორბანს შეხვდება
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა. ინფორმაციის თანახმად, ის ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, რომ ჯეი დი ვენსთან ერთად ბუდაპეშტში მეორე ლედი, უშა ვენსიც ჩავა. ჯეი დი ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება. როგორც Reuters წერს, ეს არჩევნები ვიქტორ ორბანისთვის 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე რთული იქნება. წინასწარი მონაცემები და გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)