|
2026-03-29 17:27:36, 2783 ნახვა
საზოგადოება
მეუფე საბა: პატრიარქი არ აირჩევა იმით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს და შეაქებს ევროპას - ვიდეო
სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ საკვირაო ქადაგებისას ახალი პატრიარქისათვის დამახასიათებელ აუცილებელ თვისებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პატრიარქი არ გამოირჩევა იმით, ცხენით დადის თუ მანქანით. არც იმით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს და შეაქებს ევროპას თუ პირიქით. მეუფე საბამ განაცხადა, რომ ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიაქრობა არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა, არამედ ტვირთი და ჯვარი. "დღეს ადამიანები საუბრობენ, ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, როგორი უნდა იყოს ის და ა.შ. და ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ხდება, ამ შემთხვევაში, პატრიარქის გამორჩევა, რა თვისებებით, რა ხარისხით და ა.შ. პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას ან პირიქით. არ ხდება კიდევ სხვა იმ სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს ცოტა რაოდენობის ადამიანები ამბობენ, მაგრამ მაინც ამბობენ. ერთი რამ, მნიშვნელოვანი არ იციან ადამიანებმა. პირველი ის, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. […] ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიარქობა ეს არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი და ჯვარი, ცხოვრების წესი… პატრიარქობა ყველას არ შეუძლია. ეს არის გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა, რომელსაც, უპირველს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს ყველა ის ხასიათი და ყველა ის თვისება ადამიანური, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოავლინა ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების პირობებში." - თქვა მეუფე საბამ ქადაგებისას.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)