|
2026-03-24 11:16:27, 27209 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურისა და ხელოვნების აქტიური მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობასა და ქვეყნის კულტურული ცხოვრების გაძლიერებას. ბაზისბანკისა და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის თანამშრომლობის შედეგად, მაყურებელმა არაერთი წარმატებული პროექტი იხილა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში თეატრმა დრამატული თეატრის სტატუსი მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი აღიარება და წინგადადგმული ნაბიჯია მისი შემოქმედებითი განვითარების გზაზე. 52-ე სეზონი თეატრმა, ძველ თბილისში, ქარვასლის ისტორიულ გარემოში, სპექტაკლის „მედეას ქანდაკება“ პრემიერით გახსნა. დადგმა მითოლოგიური და თანამედროვე ელემენტების სინთეზს წარმოადგენს, სადაც რეჟისორული გადაწყვეტა და მსახიობთა ოსტატობა მაყურებელს ანტიკური ტრაგედიის ახლებურ ხედვას სთავაზობს. „მომავალ წელს, ბევრ მნიშვნელოვან დადგმას ვგეგმავთ, ყველაფერს წინასწარ ვერ გავთქვამ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ერთი წარმოდგენა იქნება იტალიურ-ქართულ კოპროდუქცია, ერთ სპექტაკლს დადგამს ახალგაზრდა რეჟისორი ლუკა ბაზაძე და შესაძლოა რეჟისორმა გიორგი თენაძემ განახორციელოს დადგმა. კიდევ რამდენიმე საინტერესო სიახლე გველის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ვფიქრობ ბაზისბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ როგორც ბიზნესისა და ხელოვნების თანაზიარი ღვაწლი ქვეყნის განვითარებისთვის“ - აღნიშნა სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ მრევლიშვილმა. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება, რომელმაც საზოგადოებას არაერთი წარმატებული პროექტი შესთავაზა. ვულოცავთ თეატრს დრამატული სტატუსის მინიჭებას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასი მუდმივად ვითარდება და ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელი თეატრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის გენერალური სპონსორი, ასევე თოჯინების თეატრების გაერთიანების და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. ბაზისბანკი მხარს უჭერს არაერთი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)