|
2026-03-20 13:53:08, 2060 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამებაში შესვლა შეზღუდული იქნება
არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის თქმით, პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის დღეს სამებაში შესვლა შეზღუდული იქნება. მისივე თქმით, იმოქმედებს საშვები. "ფიზიკურად, კი ხედავთ, რა ხდება. მეტროდან იწყება რიგები უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მითუმეტეს, დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება და ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ეს ტერიტორია სამებიდან - სიონის ტაძრამდე. რა თქმა უნდა, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და მღვდელმთავრებისთვის იქნება მხოლოდ საშვებით შესვლა. დიდი ალბათობით, ჩვეულებრივ [იქნებიან ეზოში მოქალაქეები], ესეც გაირკვევა ზუსტად, ჯერ დადგენის პროცესია, როგორ იქნება პროტოკოლი. შიგნით არ იქნება [მედიის დაშვება], გარეთ გექნებათ შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ", - თქვა მან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)