04:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-19 16:56:25, 1655 ნახვა

საზოგადოება
თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, პირველ ინსტანციაში, თედო აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეს სააპელაციოში გაასაჩივრებდა - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამაც ძალაში დატოვა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამამართლებელ განაჩენში მიუთითა, რომ აბრამოვის საქმეში, პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, რადგან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა ისეთი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას, ჩხრეკამდე აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.

22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

პროკურატურის ვერსიით, თედო აბრამოვს ჩხრეკისას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. 

პროკურატურამ მას ბრალი 260-ე მუხლით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. 

კერძოდ, თედო აბრამოვს სახელმწიფო ბრალდება 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავებოდა. აბრამოვი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფს ნარკოტიკი ჩაუდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics