|
2026-03-17 16:21:41, 1479 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის მედიცინის ცენტრი - ექიმების მოწვევასთან დაკავშირებით ალბათ სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება
პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, – ამის შესახებ „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა, სოფო ასპანიძემ განაცხადა. ასპანიძის თქმით, რეანიმატოლოგები აკვირდებიან სიტუაციას და ერთობლივად მოქმედებენ. „პაციენტს საათობრივად უტარდება ანალიზები. ზოგადად, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ეს ანალიზები. მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ საყურადღებოა. ჰემოდინამიკა შენარჩუნებულია ისეთი, როგორიც იყო. ექიმების მოწვევასთან დაკავშირებით ალბათ სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის“, – განაცხადა ასპანიძემ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა. მოგვიანებით, კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე თქმით, ილია II კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)