23:02 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 11:33:00, 814 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: მაგდა პაპიძის მიმალვის საშიშროება არ არსებობს

ქმარ- შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის ირმა ბრელაძის განცხადებით, სასამართლო ვალდებულია, პაპიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეცვალოს.

"არ არსებობს საშიშროება, რომ პაპიძე მიიმალება და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

მაგდა პაპიძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ინფორმაციისთვის, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  მიმდინარე წლის 19 თებერვალს  გამოძიების შუალედური  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics