|
2016-03-31 11:13:23, 942 ნახვა
სამართალი
ლანა პაპიძე: ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაირკვევა, მაგდა სავარაუდოდ, რაღაცას იტყვის
"ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც გაიხსნება და გაირკვევა. მაგდა სავარაუდოდ რღაცას იტყვის",- ამის შესახებ ქმარ- შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მომხრეა, საქმე ნაფიცმსაჯულებმა განიხილონ: "ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც გაიხსნება და გაირკვევა. მაგდა სავარაუდოდ რსღაცას იტყვის. არ ვენდობო სასამართლოს. მომხრე ვარ, საქმე ნაფიცმსაჯულებმა განიხილონ",- განაცხადა ლანა პაპიძემ. მაგდა პაპიძის პრიცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ინფორმაციისთვის, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)