|
2026-03-05 19:29:25, 2693 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის თავდაცვა: ირანის მიერ ნახიჩევანზე იერიშის უარყოფა სრულიად მიუღებელია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ დრონებით მიტანილი იერიშის უარყოფა სრულიად მიუღებელია. "ტექნიკური საშუალებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონზე თავდასხმის მიზნით ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართეს. მათგან ერთი აზერბაიჯანის არმიამ გაანეიტრალა, ხოლო დანარჩენებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიზანში ამოიღეს, მათ შორის საშუალო სკოლის შენობა გაკვეთილების მიმდინარეობის დროს. საბედნიეროდ, სკოლაზე მიმართული დრონი მიზანს ვერ მიაღწია და სკოლასთან ახლოს ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა", - აცხადებს სამინისტრო განცხადებაში. ირანის თავდაცვის უწყება მოელის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები "დაუყოვნებლივ შეწყვეტენ ამ აშკარა ფაქტის უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან მომხდარი ინციდენტის გამო და შესაბამისი ირანული უწყებები პასუხისმგებელ პირებს დასჯიან". 5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა - ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას". აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები". ირანმა იერიში უარყო და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ირანი "მეზობელ ქვეყნებს არ უმიზნებს".
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)