|
2016-03-30 17:42:07, 943 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით 22-კაციანი დელეგაცია ეწვევა
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, დღეს თბილისს ისრაელიდან 22-კაციანი დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან ისრაელის ქნესეთის წევრები, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის, “ლიკუდის” ხელმძღვანელი პირები, ქნესეთის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატიდან აცნობეს, დელეგაცია ხვალ პირველ შეხვედრას თბილისში, ისრაელის სახლში გამართავს, სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე სტუმრებს ისრაელის სახლის საქმიანობას გააცნობს და დელეგაციის წევრ ოფიციალურ პირებს ბიზნეს პალატის ინიციატივით მიმართავს. აღნიშნული ინიციატივის თანახმად ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მშენებლებს სპეციალური კვოტა გამოეყოთ, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდეს მათი ოფიციალურად დასაქმება. ვინაიდან ამჟამად სხვადასხვა შუამავლების წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ. როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, თუ ისრაელი საქართველოს გამოუყოფს 500-კაციან კვოტას, ეს ქართული ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური წყარო იქნება, ხოლო საქართველო უახლოეს მომავალში 500 მაღალკვალიფიციურ მშენებელს მიიღებს. ბიზნეს პალატის ინფორმაციით, ამ ინიციატივას იციკ მოშე საქართველოს ხელისუფლებას გააცნობს. დაგეგმილია მისი და ისრაელის დელეგაციის შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, სადაც საუბარი აგრეთვე ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეეხება. შეხვედრა აგრეთვე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან გაიმართება. ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია ხვალვე თბილისის ცენტრში ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რიქსოსს“ ეწვევა, როგორც ისრაელური ინვესტიციის სიმბოლოს. დელეგაცია საქართველოს 2 აპრილს დატოვებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)