|
2026-03-04 11:39:50, 1754 ნახვა
მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში რუსული ტანკერი, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა ხანძრის შედეგად დაიწვა- Reuters
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი Arctic Metagaz-ის ტანკერი, რომელიც თხევად ბუნებრივ აირს გადაჰქონდა, ხმელთაშუა ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. Arctic Metagaz-ის გემი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა რუსეთის არქტიკული ტერმინალებიდან ჩინეთში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გამო. ტანკერმა ბოლოს მალტის სანაპიროსთან მდებარეობა ორშაბათს განაცხადა. ერთ-ერთმა წყარომ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, განაცხადა, რომ გემს შესაძლოა უკრაინის მიერ განხორციელებული სამხედრო დრონი დაესხნენ თავს. მალტის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღეს და გემს უპასუხეს. მათ განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟი ლიბიის სამძებრო-სამაშველო რეგიონში სამაშველო ნავში უსაფრთხოდ იპოვეს. Reuters-მა კომენტარისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. გასულ კვირას ბელგიის არმიამ, ფრანგული სამხედრო ვერტმფრენების დახმარებით, ჩრდილოეთ ზღვაში დააკავა ნავთობტანკერი Ethera, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის. გვინეის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბელგიის ძალებმა ჩრდილოეთის ზღვაში 28 თებერვლის საღამოს დააკავეს, რის შემდეგაც ის ბელგიის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანეს და ზებრუგეს პორტში დააკავეს. ბელგიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო დაკავებული ტანკერის მიმართ, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)