|
2016-03-30 17:11:09, 1346 ნახვა
კომენტარი
ჰემონდი: საქართველოში განხორციელებული ცვლილებები, ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილია
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობზე და ამ პროცესში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ჰემონდის თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს: „მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ, რასაკვირველია, ვაფასებთ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ხორციელდება.ცვლილებები, რომელიც თქვენ განახორციელეთ საქართველოში, სარგებელს მოუტანს თიოთოეულ მოქალაქეს და ეს გახლავთ იმ პროცესის ნაწილი, რომ თქვენ უახლოვდებით ევროკავშირს და ასევე ესაა აუცილებელი ფაქტორი, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო და ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესების მხარდაჭერას“,-განაცხადა ფილიპ ჰემონდმა. რაც ხეეშება კონფლიქტის მოგვარებას რეგიონში, ჰემონდის განცხადებით, აღიარებენ, რომ ადამიანები გარკვეულ პრობლემებსა და გამოწვევებს აწყდებიან. „არც ისე მარტივი გახლავთ ამ გამოწვევების მოგვარება“,-დასძინა ფილიპ ჰემონდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)