|
2026-03-01 15:43:38, 1888 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ მოუწოდა ევროპულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისკენ, რათა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების კონფისკაცია შესაძლებელი გახდეს.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროპული კანონმდებლობის მოდერნიზაცია მიზანშეწონილია, რათა რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერების არა მხოლოდ დაკავება, არამედ კონფისკაციაც იყოს შესაძლებელი. მან ამის შესახებ X-ში დაწერა პრეზიდენტი გუშინ ღამით ბელგიის მიერ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან ტანკერის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას აკომენტარებდა. მან განაცხადა, რომ გემი დიდი ხანია აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის რუსული ნავთობის უკანონოდ გადაზიდვას ყალბი დროშისა და გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით აგრძელებდა. „ჩვენ მივესალმებით მოსკოვის მცურავი ხაზინის წინააღმდეგ ამ გადამწყვეტ ქმედებებს და მადლობას ვუხდით საფრანგეთს ოპერაციის მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი. „ასევე მნიშვნელოვანია ევროპული კანონმდებლობის მოდერნიზაცია, რათა რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერები არა მხოლოდ შეჩერდნენ, არამედ კონფისკაცია განხორციელდეს და მათი ნავთობი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნას გამოყენებული. ჩვენ გადამწყვეტები უნდა ვიყოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. ზელენსკის თქმით, რუსეთი მაფიოზური ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებს და რეაგირება ამ რეალობას უნდა ასახავდეს. „თუ ისინი ომის გამო წესებს უარყოფენ, წესები მკაფიო და მტკიცე პასუხს უნდა ითვალისწინებდეს“, - განაცხადა მან. ბელგიის არმიამ, როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ნავთობტანკერი დააკავა. ბელგიის მიერ დაკავებული გემი 2025 წლის ოქტომბრიდან იმ გემების ევროპულ სიაშია, რომელთა საქმიანობაც „შეიზღუდება“, იმ საფუძვლით, რომ ისინი „წარმოადგენენ ნავთობტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილს ან ხელს უწყობენ რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებს“, რომელიც „ენერგიულ შემოსავლებზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიის ომის დასაფინანსებლად“. „ეთერა“ აღწერილია, როგორც გემი, რომელიც გადააქვს „ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები ან მინერალები, რომლებიც წარმოებულია ან ექსპორტირებულია რუსეთში და ეწევა არარეგულარულ და მაღალი რისკის საზღვაო ტრანსპორტირებას [...]“. შეზღუდვები მოიცავს ევროპის პორტებში წვდომის აკრძალვას.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)