|
2026-03-01 12:28:16, 1851 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს ირანში, სულ მცირე, 30 ობიექტი დაბომბეს
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, კვირას დილას განხორციელებული ახალი საჰაერო იერიშის ტალღის ფარგლებში, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, სულ მცირე, 30 ობიექტი დაბომბეს. IDF-ში აცხადებენ, რომ დარტყმების სამიზნე იყო - "საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმთან დაკავშირებულ ობიექტები და სამხედრო სარდლობის ცენტრები". ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს. 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა - ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი, ასევე, მისი ნათესავები, ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა". თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში. თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)