|
2026-02-27 11:25:23, 3485 ნახვა
სამართალი
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ათი პირი დააკავეს, დახურულია ათი ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით – 10 პირი დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს. „სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. კერძოდ – აღნიშნული ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, მათ განკარგვაში არსებულ ფართებში ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ, ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში და თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. დაკავებულებს შორის არიან ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხის ნაწილს თავად იღებდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ობიექტებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ პროსტიტუციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)