|
2026-02-26 09:50:00, 1354 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს | კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, მისი კოსპონსორი კი დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი. დოკუმენტის წარდგენის თანახმად, აღნიშნული ანგარიშის მიზანია, მომზადდეს ანგარიში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ საქართველოში, ასევე სხვა „დაკავშირებულ საკითხებზე“. კანონპროექტის სახელწოდებაა „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის წარდგენისა და სხვა მიზნებისთვის“ დოკუმენტი ავალდებულებს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას (სახელმწიფო დეპარტამენტს და სადაზვერვო სამსახურებს), რომ განსაზღვრულ ვადაში მოამზადონ და კონგრესს წარუდგინონ დეტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს: რუსული გავლენის აგენტები: საქართველოში რუსული სპეცსამსახურების (FSB, GRU, SVR) ქსელების, მათი აქტივებისა და გავლენის აგენტების იდენტიფიცირება ჩინური კავშირები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სადაზვერვო და ეკონომიკური გავლენის მექანიზმების შესწავლა საქართველოში და მათი შესაძლო თანამშრომლობა რუსულ ინტერესებთან • საფრთხეების შეფასება: როგორ აზიანებს ეს აქტივობები საქართველოს სუვერენიტეტს და აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას კანონპროექტი გადაეცა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს (House Foreign Affairs Committee). ეს არის პირველი ეტაპი - კომიტეტი განიხილავს ტექსტს, რის შემდეგაც მას კენჭს უყრიან პალატაში, შემდეგ კი სენატში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)