|
2026-02-23 18:27:07, 3009 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია, ე.წ „საბოტაჟის“ საქმეზე 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ოპოზიციური პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ე.წ „საბოტაჟის“ საქმეზე 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარაბლიძემ. გვარამიას ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე; მისი პასპორტი ჩამოერთვა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით (საბოტაჟი და უცხო სახელმწიფოსთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება), რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)