|
2015-02-18 17:11:20, 1195 ნახვა
ეკონომიკა
დავით ბალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- ს ბათუმის ფილიალის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“- ს ბათუმის ფილიალის მიერ, მშენებლობებისა და საინვესტიციო პროექტების შეფერხებასთან დაკავშირებით, დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მინისტრი ყველა ორგანიზაციას მოუწოდებს მსგავსი შეფასებების გაკეთებისას გამოიჩინოს სიზუსტე და სიფრთხილე, რადგან მცდარი ინფორმაციის გავრცელება ცუდად მოქმედებს როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ინვესტორზე, რომელსაც სურვილი აქვს რეგიონში საქმე წამოიწყოს. „აჭარაში მშენებლობებისა და საინვესტიციო პროექტების თითქოს შეფერხებასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ინვესტიციები იზრდება, კერძოდ, 2014 წლის ინვესტიცია 276,5 მლნ აშშ დოლარია და 2013 წელთან შედარებით 42 % -ით არის გაზრდილი. რაც შეეხება გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელშიც ბრენდები არ წერია. ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული დაგვხვდა და არსად არ იყო ბრენდი გაწერილი. რაც შეეხება სასტუმრო „ჰოლიდეი ინს“, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პროექტი არ გაჩერებულა, იცვლება ბრენდი. უფრო მეტიც, შემოვა უფრო მაღალი დონის ოპერატორი „ქრაუნ პლაზა“. პროექტში ცვლილების განხორციელება კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის მერიის თანხმობით მოხდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტში ცვლილება. მოგეხსენებათ სასტუმრო „პრინცესა, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ჩვენი თხოვნა იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში შეეჩერებინათ სამუშაოები, რათა მიმდინარე ღონისძიებებისთვის ხელი არ შეეშალათ. სავსებით ლოგიკურია ,რომ ცოტაოდენი შეფერხება და ვადების გაგრძელება მოხდება. ყველას კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პოპულისტური გამოსვლები და განცხადებები „ტრამპ თაუერთან“ დაკავშირებით. თუმცა დღემდე არსად არ არსებობს პროექტიც კი. მიწის ნაკვეთზე სადაც ტრამპ ტაუერის მშენებლობა დააანონსეს, იმ დროინდელმა ხელმძღვანელობამ უპირობოდ გაყიდა და ხედავთ რა მდგომარეობაშია დღეს ეს მიწა. მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს ,რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ინვესტიციები ფერხდება, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს შეფასებებს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ეს აშინებთ ინვესტორებს და ამ ყველაფერმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ინვესტიციებზე“, - განაცხადა დავით ბალაძემ.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)