|
2026-02-22 22:03:12, 3012 ნახვა
ეკონომიკა
უცხოელებს კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ - მთავრობამ ნულოვანი კვოტა განსაზღვრა
მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომელიც შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს ამტკიცებს. დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, ესაჭიროება „შრომითი საქმიანობის უფლება“. ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. თუმცა, მთავრობამ გამოიყენა კვოტირების მექანიზმი და რამდენიმე პოპულარულ სფეროში კვოტა ნულოვანია. პროფესიები, სადაც მუშაობა აიკრძალაახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:
კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო ვალდებულია უარი თქვას უფლების გაცემაზე, თუ პროფესია კვოტირებულ სიაშია და ლიმიტი ამოწურულია. ვინაიდან კურიერებისა და მძღოლების კვოტა ნულია, ნებართვის მოპოვება სამართლებრივად შეუძლებელი ხდება. კანონში არსებობს მე-5 მუხლის ზ პუნქტი, რომელიც მაღალკვალიფიციურ კადრებს (რომელთა ხელფასი 15 000 ლარს აღემატება) ბარიერების გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევს. თუმცა, კურიერები, ტაქსის მძღოლები და გიდები ამ კატეგორიაში ვერ ხვდებიან, რაც ნიშნავს, რომ მათთვის არანაირი ლეგალური გზა დასაქმებისთვის არ რჩება. მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი:
რაც შეეხება მომსახურების საფასურს, იმ სფეროებში, სადაც კვოტა დაშვებულია (მაგალითად, სამთო გამყოლები - 200 კაცი), მომსახურება ფასიანია:
მიღმა ამისა, სააგენტო ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულებისგან ათავისუფლებს:
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)