|
2026-02-20 20:25:31, 1022 ნახვა
პოლიტიკა
SCJ: სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები ავტორიტარული შემობრუნებისკენ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია
„სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ სერიოზულ ნაბიჯს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარული შემობრუნებისკენ, რომელიც პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონმდებლობას და მნიშვნელოვნად ჰგავს რეგიონში სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების კანონმდებლობას“, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრში (SCJ) გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარებისთვის სასჯელების შემოღებას. „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული საკანონმდებლო გზა აშკარად აჩვენებს სისხლის სამართლის ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიზირების სურვილს და ქმნის თვითნებური დასჯის მაღალ რისკს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებისთვის. მსგავსი ბუნდოვანი „ანტიექსტრემისტული“ ნორმები სხვა ქვეყნებში უკვე გახდა პოლიტიკური სივრცის შეზღუდვის ინსტრუმენტი. შემოთავაზებული პროექტი ქმნის საფრთხეს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამოყენებული იქნება არა უფლებების დასაცავად, არამედ პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად.“ ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაულად იქცევა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, 16 თებერვალს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა, სადაც მეორე მოსმენით განიხილებოდა „გრანტების შესახებ“ და „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონებში ცვლილებები.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)