|
2026-02-19 21:06:56, 887 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე უარყოფს ბრალდებას რომ ელისო კილაძე, მდინარაძეზე და მის ბიტკოინებზე განცადებების გამო დააკავეს
კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა არის ხოლმე და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, – ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. „თქვენ გახსოვთ მისი უამრავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე, აქ უფრო ღრმად, არ მინდა, რომ შევიდე. როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ე.წ პრემიერს კითხვა დაუსვეს ელისო კილაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად იგი დაკავებას მამუკა მდინარაძის ბიტკოინებზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს განცხადება აბსურდულია. „მან უკვე მეორე გააკეთა ეს განცხადება პირველად გააკეთა დაახლოებით ერთი წლის წინ. რამე რომ ჰქონოდა, გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ანუ პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. სერიოზულ კომენტარს მისი ასეთი განცხადებები არ იმსახურებს“, – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)