|
2026-02-19 13:13:24, 738 ნახვა
პოლიტიკა
პარიზის სააპელაციომ ნამახვანჰესის საქმეზე $400 მლნ-ის გადახდის აღსრულება შეაჩერა
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნამახვანჰესის საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა, რომლის თანახმადაც, საქართველოს კომპანია ენკას სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა, ქართული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. პარიზის სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას Publika ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სარჩელში ქართული მხარე მიუთითებდა, რომ დიდი ოდენობით თანხის დაუყოვნებლივ გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებდა და სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების შესრულებაზე აისახებოდა. სწორედ ამიტომ, პარიზის სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა აღსრულების შეჩერების თაობაზე. ამასთან, გადაწყვეტილებაში ნათქვამია ისიც, რომ სასამართლომ ასევე გაითვალისწინე, რომ კომპანია ენკა წამოადგენდა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ კომპანიას და აღარ ახორციელებდა არსებით კომერციულ საქმიანობას ან არ ფლობდა მნიშვნელოვან აქტივებს - "შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ გაუქმდებოდა, უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება რთული ან შეუძლებელი იქნებოდა". ნამახვანჰესის საქმეზე არბიტრაჟის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული 400 მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ საკითხზე პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)