|
2026-02-18 14:29:04, 770 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინამ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა
უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა. "ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცვლის ბელარუსის სუვერენიტეტს პირადი ხელისუფლების შენარჩუნებაზე, ეხმარება რუსებს მსოფლიო სანქციების გვერდის ავლაში, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა კიდევ უფრო ზრდის საკუთარ მონაწილეობას ომის გაჭიანურებაში" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2025 წელს რუსეთის არმიამ ბელარუსში საიერიშო დრონების მართვის სისტემა განათავსა, რამაც რუსული დრონების მოქმედების ეფექტური რადიუსი გაზარდა. ზელენსკის თქმით, ბელორუსის მხრიდან მსგავსი დახმარების გარეშე უკრაინის ენერგეტიკულ და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებს დღევანდელი მასშტაბი ვერ ექნებოდათ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსის 3 ათასზე მეტი საწარმო "რუსეთის ომს ემსახურება" - ისინი რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნიკას, აღჭურვილობას და კომპონენტებს აწვდიან, მათ შორის, რაკეტების წარმოებისთვის. "გრძელდება ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება ბელარუსის ტერიტორიაზე საშუალო სიშორის ორეშნიკის ტიპის რაკეტების განთავსებისთვის, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველა ევროპელისთვისაც" - თქვა ზელენსკიმ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)