23:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 09:33:42, 526 ნახვა

პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მიმდინარე წელს გაუქმებას.

ამის შესახებ პიტერ სიიარტომ საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

მისი შეფასებით საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისთვის, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი. მან პოზიტურად შეაფასა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები.

"საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას. სწორედ ამიტომ, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მიმდინარე წელს გაუქმდეს სავიზო მოთხოვნები. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახალ იმპულსს შესძენს ევროპასთან პარტნიორობის პროგრამის განხორციელებას და დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც გარკვეულწილად შენელებულია, კერძოდ, ვგულისხმობ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთელ პარტნიორებს შორის ბოლოდროინდელ სავაჭრო ურთიერთობებს", - განაცხადა პიტერ სიიარტომ და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მოახდენს საკითხის განხილვას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics