|
2026-02-17 16:42:10, 2590 ნახვა
ეკონომიკა
ხალხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ₾1.34 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა არის დალომბარდებული
მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 341 105 319 ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვთ ჩადებული | ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილ ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია, სწორედ ამიტომ აღნიშნული პორტფელი წლიურად 34%-ით გაიზარდა. აღნიშნულზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც რაც მისო-ებში დაცული ძვირფასეულობის ღირებულებას კიდევ ზრდის. მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისო-ების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მისო-ების მიერ სულ 752,800 სალომბარდე სესხი არის გაცემული, რაც ნიშნავს რომ ერთი სესხის საშუალო მოცულობა 1960 ლარს შეადგენს. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სალომბარდე სესხის საშუალო ზომა 1545 ლარი იყო, ანუ ამ სეგემენტში სესხის ზომა 415 ლარით (27%-ით) გაიზარდა, რაც სავარაუდოდ ძირითადად ოქროს ფასის ზრდას უკავშირდება, რადგანაც ახლა მოქალაქეებს იგივე ბეჭდის თუ სამკაულის დალომბარდებით უფრო დიდი ზომის კრედიტის მიღება შეუძლიათ, ვიდრე გასულ წელს.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)