|
2026-02-16 17:27:29, 780 ნახვა
პოლიტიკა
ზუკა გუმბერიძე ფორმულაში თავის წილს მიშა მშვილდაძეს გადასცემს
ფორმულას ყოფილი გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ თავის წილს ტელეკომპანიის ამჟამინდელ დირექტორს - მიშა მშვილდაძეს გადასცემს. ზუკა გუმბარიძის განცხადება: "მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „ფორმულაში“ ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს მიშა მშვილდაძეს, რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე. 6 წლის განმავლობაში მთელი ჩემი დრო, ენერგია და რესურსი დავუთმე „ფორმულას“ მშენებლობას. იდეა, რომელიც თავიდან ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, დღეს უკვე იქცა რეიტინგულ, სანდო და მაყურებლისთვის საყვარელ არხად. მინდა მადლობა გადავუხადო ფორმულა კრეატივის თანადამფუძნებლებს გიორგი ლიფონავას და ირაკლი საღინაძეს, რადგან სწორედ „ფორმულა კრეატივი“ წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც შემდგომ მთლიანად არხი აშენდა. ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის არხის დამფუძნებელსა და ინვესტორს დავით კეზერაშვილს. სწორედ მასთან პარტნიორობამ გახადა შესაძლებელი ამ არხის დაფუძნება, არსებობა და განვითარება. და ბოლოს, მინდა გულით ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება. „ფორმულა“ არ არის მხოლოდ ტელევიზია — ეს არის იდეა და ფასეულობები. ეს არის თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, პროდასავლური ხედვა და ის ერთობა, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა შექმნეს. „ფორმულა“ ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ პერიოდად ჩემ ცხოვრებაში", - აცხადებს ის.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)