|
2026-02-15 20:57:17, 13172 ნახვა
ევროპის ამბები
ზელენსკიმ ორბანს მადლობა გადაუხადა: ის გვაძლიერებს, უკეთეს გვხდის
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ევროპის უკეთესობისკენ სწრაფვისთვის. ზელენსკიმ ეს განცხადება ევალდ ფონ კლაისტის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო ევალდ ფონ კლაისტის პრემია, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ წელს „მამაცი უკრაინელი ხალხისთვის“ მიანიჭა. დაჯილდოების ცერემონიაზე ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს მადლიერების სიტყვებით მიმართა უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ამ სიაში ასევე ახსენა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ზელენსკიმ მას „ვიქტორი“ უწოდა და თქვა, რომ ის ევროპაში ყველას მოტივაციას აძლევს, გახდნენ უკეთესები და თავი აარიდონ მის მსგავსებას. „და მინდა მადლობა გადავუხადო ვიქტორსაც კი. თქვენ ყველამ იცით, ვის ვგულისხმობ, რადგან თავისებურად, ის ყველას გვაიძულებს ევროპაში უკეთესობისკენ. უკეთესები, თუნდაც იმისთვის, რომ არასდროს გავხდეთ მისნაირი, კაცი, რომელმაც, როგორც ჩანს, სიტყვა „სირცხვილის“ მნიშვნელობა დაავიწყდა“, - თქვა ზელენსკიმ. როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ახალ თავდასხმებს უპასუხა იმით, რომ უკრაინა არ შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრი. ამას წინათ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენში გამოსვლისას, ორბანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას „მუცელი ეზრდება“ და არ აინტერესებს ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, გაიხსენა რა ბუდაპეშტში განლაგებული საბჭოთა ტანკები.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)