|
2026-02-12 20:11:17, 1101 ნახვა
პოლიტიკა
ილიაუნის სტუდენტები: ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ოცნების განათლების ე.წ. რეფორმის გაწვევას ითხოვენ. ამის შესახებ მათ უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. სტუდენტები ასევე მოუწოდებენ პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტონ პროგრამების გაუქმების საკითხი. ამასთან, სტუდენტებმა კვირას, 15 თებერვალს დედაენის ბაღში, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსეს. "დღეს ქართულმა ოცნებამ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრავლესობა, მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად, ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას, ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრფავის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს. აქ შეკრებილი სტუდენტები ერთხმად ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოვუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისაკენ. არ შეცვალოთ არსებული კურუკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენს უკან კი არიან ჩვენი ოჯახები, მშობლები და საქართველოს წარსული. ჩვენ პირველ რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები, შესაბამისად, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს, ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში, დედაენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების წინააღმდეგობის ძალასა და ერთობას. ძალა სტუდენტების ერთობაშია! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!", - აცხადებენ სტუდენტები.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)