|
2026-02-12 19:37:33, 849 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ეუთო-ს "ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან"
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ეუთოს ე.წ. "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა. „მოგეხსენებათ ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა ე.წ. "მოსკოვის მექანიზმი", შესაბამისად ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც ეწვევა საქართველოს უახლოეს პერიოდში", - განაცხადა ლაშა დარსალიამ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული მხარე უზრუნველყოფს ექსპერტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. „ქართული მხარის მიერ მისი ვიზიტის ფარგლებში მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. დაველოდებით მის მიერ შედგენილ დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს." - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, ეუთო/ოდირის ინფორმაციით, ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისიამ საქართველოზე 11 თებერვალს დაიწყო მუშაობა. ინფორმაციისთვის, ეუთო-ს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით “მოსკოვის მექანიზმი” 29 იანვარს აამოქმედა, “რათა შეფასდეს საქართველოს მიერ ეუთო-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემოდგომიდან მოვლენებზე”.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)