|
2026-02-11 14:33:13, 806 ნახვა
პოლიტიკა
გალუსტაშვილმა გზის მეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურა მენთეშაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურა მენთეშაშვილის პროცესი გაიმართა. აქციების მონაწილე კვლავ პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. "გზის გადაკეტვის" გამო დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის პროკურატურამ ბრალდება 3 ნოემბერს წარუდგინა. მენთეშაშვილს პროკურატურამ ბრალდება შეკრების ჩატარების წესის დარღვევისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირევლი ნაწილით წარუდგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საღამოს რუსთაველის გამზირიდან მანქანით მიმავალი მენთეშაშვილი პოლიციამ გამზირზევე დააკავა. 1-ელ ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტყვის გამო, მენთეშაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)