|
2026-02-11 12:02:53, 1416 ნახვა
სამართალი
რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მძიმედ დაშავდა
ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე მოხდა. "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მსხდარი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება, ამ დრომდე შეზღუდულია. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის კლინიკურმა დირექტორმა ლევან მჭედლიძემ განუცხადა. მისი ცნობით, ერთ-ერთი პაციენტის, 36 წლის მამაკაცის, მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მძიმეა მეორე პაციენტის, 66 წლის ქალის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სტაბილურად ფასდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)