11:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 18:26:55, 665 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ქუთაისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმერეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო  და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს იმერეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სოზარ სუბარის თქმით, სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics