|
2026-02-09 13:39:49, 745 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას ახალ ბრალს წაუყენებენ
ადვოკატ, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალის წაყენებას უპირებენ. მისივე თქმით, მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ადვოკატის განცხადებით, მელია იმყოფება ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და ცდილობენ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყონ. მან ასევე დასძინა, რომ უნდათ ნიკა მელიას გატეხვა, მაგრამ "მიუხედავად ამ უსამართლობისა, რაც მის თავს ტრიალებს წლების განმავლობაში იგი არათუ გატყდა, ბევრად უფრო მოტივირებულია და ბევრად უფრო ასხივებს ბრძოლის ჟინს." "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. გასაოცარია, ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია, საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოსდა მოხდა რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე, ჩატარებულ ადამინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველანი ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არავითარი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან, ყოველშემთხვევაში, მე არ დამიფიქსირებია." - თქვა კონდახიშვილმა TV პირველთან.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)