|
2026-02-07 12:15:45, 1561 ნახვა
ეკონომიკა
"S&P"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე სტაბილური პერსპექტივით უცვლელი დატოვა
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე სტაბილური პერსპექტივით უცვლელი დატოვა. S&P - მა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო ბუფერების ზრდასა და საჯარო ფინანსების სიძლიერეზე. კომპანიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი კვლავ გადააჭარბებს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს. S&P - ის პროგნოზით, 2026 და 2027 წლებში ეკონომიკური ზრდა შესაბამისად 5.4% და 4.8% იქნება. სარეიტინგო სააგენტომ პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ მოლოდინები და აღნიშნა Eaglehills - ის მასშტაბური ინვესტიციის შესახებ. სარეიტინგო კომპანიამ შეფასებაში განსაზღვრა ის ძლიერი ფაქტორები, რომელთაც გავლენა მოახდინეს საქართველოს არსებულ შეფასებაზე რეიტინგში. კერძოდ, ქვეყანას აქვს ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე ზომიერი სახელმწიფო ვალი, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დროულ შეღავათიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, რაც რეიტინგზე პოზიტიურად აისახება. S&P - ის შეფასებით ეფექტური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის პარამეტრები ნაწილობრივ განპირობებულია სტრუქტურული რეფორმებით, რომლებმაც ასევე გააუმჯობესეს ბიზნეს გარემო. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებებში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები: ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად მცირდება, საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად იზრდება, შენარჩუნებულია საბანკო სექტორის სიძლიერე, ბიუჯეტის მაჩვენებლები: ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, შესაბამისობაშია მაასტრიხტის კრიტერიუმების მსგავს ზღვრულ მაჩვენებლებთან. S&P - ის პროგნოზით ინფლაცია 2026 წლებში 3.5%-ს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი საშუალოდ 2.0%-ის გარშემო იქნება. S&P - მა ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონემდე ზრდაზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეზერვების ამგვარმა ზრდამ გააძლიერა საქართველოს საგარეო ბუფერი და გაზარდა ეროვნული ბანკის შესაძლებლობა რეაგირება მოახდინოს და მართოს გაცვლითი კურსი მერყეობის შემთხვევაში.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)