|
2026-02-06 14:16:37, 586 ნახვა
პოლიტიკა
ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მე-3 მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან. დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა. მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)