|
2026-02-05 12:58:38, 1068 ნახვა
მსოფლიო
ვენსი: დიპლომატიის მთავარი დაბრკოლება ხამენეისთან პირდაპირი მოლაპარაკებების შეუძლებლობაა
„ირანის რეჟიმი ვენესუელაზე ბევრად უფრო რთულია და მისი მოგვარება ერთი ადამიანის გადაყენებით შეუძლებელია, რადგან ხელისუფლების სტრუქტურა მრავალშრიანია“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა The Megyn Kelly Show-სთან ინტერვიუში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიის მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ რეალური ძალაუფლება ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ხამენეის ხელშია, რომელიც პირდაპირ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვენსის თქმით, რუსეთის, ჩინეთის ან ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, რომელთა ლიდერებთანაც ტრამპს პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლია, აშშ, ირანის შემთხვევაში, იძულებულია მოლაპარაკებები აწარმოოს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებებს არ იღებენ, რაც საბოლოოდ ამცირებს დიპლომატიის ეფექტურობას. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეჟიმის ძალით შეცვლა ირანელი ხალხის მიერ და აშშ-სადმი მეგობრული მთავრობის ჩამოყალიბება დადებითი მოვლენა იქნებოდა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)