23:02 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 16:12:36, 841 ნახვა

სამართალი
იზორია: ტერორისტული მიზნებით საქართველოდან მოქალაქეების გადინებას ადგილი არ აქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, დაცულია ქვეყნის სასაზღვრო გამშვები და საზღვრის მწვანე ზოლიც.

როგორც იზორიამ პარლემენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ტერორისტული მიზნებით საქართველოდან მოქალაქეების გადინებას პრაქტიკულად ადგილი არ აქვს.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ტერორიზმთან ბრძოლა მთავარ გამოწვევად რჩება.

ამასთან, იზორიას განმარტებით, საქართველოს საკმაოდ მოცულობითი სია გააჩნია, ვინ შეიძლება იყოს,  პოტენციურად იყოს ტერორისტი ან საფრთხის შემცველი.

„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არა მარტო ქვეყნის შიგნით ხდება, არამედ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და იმ პირთა მონაცემებს ვადგენთ, ვინც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობს. დაკავებულ იქნა ჯიჰადისტი, რომელიც დაბრუნდა თურქეთიდან – დავით ბორჩაშვილი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics